ავტორიზაცია

2022 წლის პირველი დიდი სათამაშო დღე, მოემზადეთ - ელ კლასიკო, იუვენტუსი-ინტერი და ჩელსი-ტოტენჰემი

2022 წლის პირველი დიდი სათამაშო დღე, მოემზადეთ - ელ კლასიკო, იუვენტუსი-ინტერი და ჩელსი-ტოტენჰემი
თარიღი 12 იან 2022, 10:10

დღეს, 12 იანვარს, ჩვენი დროით 23:00 საათიდან დაიწყება 2022 წლის პირველი დიდი სათამაშო საღამო, თანაც ისე, რომ ეს არ იქნება არც ჩემპიონთა ლიგა და არც შიდა ჩემპიონატები.

ბარსელონა-რეალი 23:00 (ესპანეთის სუპერთასის 1/2 ფინალი)

დროებით მოვწყდეთ "ბარსელონას" ფინანსურ პრობლემებს, უცნაურ სატრანსფერო პოლიტიკას, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენას და ლა ლიგის საჩემპიონო რბოლიდან დიდი ხნის წინ ჩამოშორებას. ეს არის სულ სხვა ტურნირი, რომელშიც ფასობს ერთი მატჩი, კლასიკოში კი როგორც ვიცით გამოკვეთილი ფავორიტი უბრალოდ არ არსებობს.

რაც შეეხება უშუალოდ სუპერთასის ფორმატს, ჩვეული ფინალი (ლა ლიგის გამარჯვებული კოპა დელ რეის გამარჯვებულის წინააღმდეგ) შეიქმნა ერთგვარი 4-თა ტურნირი, რომელშიც წარმოდგენილია ლა ლიგის 1-2 ადგილოსანი და კოპა დელ რეის ორი ფინალისტი. კატალონიელები ამ შემთხვევაში ქვეყნის თასის გამარჯვებულების რანგში არიან.

როგორც ვიცით, კოპა დელ რეის გასული სეზონის ფინალში "ბლაუგრანამ" გაანადგურა ბილბაოს "ატლეტიკი", ანგარიშით 4:0. რაც შეეხება "რეალს", ლა ლიგის გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი, რომელიც მიმდინარე სეზონში ტრიუმფთან ახლოს არის უკვე ახლა. 21 მატჩის შემდეგ, მადრიდელები უახლოეს მდევარ "სევილიას" 5 ქულით უსწრებენ.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი "სამეფო კლუბის" მოწინააღმდეგე იქნება "პარი სენ-ჟერმენი", თუმცა ამის შესახებ საუბარი ჯერ ადრეა. "ლურჯ-ბროწეულისფრებს" დააკლდებიან სერხი რობერტო, ერიკ გარსია, პედრი გონსალესი, ახალწვეული ფერან ტორესი და მარტინ ბრეიტუეიტი, "ბლანკოსს" კი გარეტ ბეილი არ ეყოლება.

ინტერი-იუვენტუსი 23:55 (იტალიის სუპერთასის ფინალი)

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, "იუვენტუსი" სუპერთასზე წარმოდგენილი იქნება როგორც არა სკუდეტოს მოქმედი მფლობელი, არამედ კოპა იტალის გამარჯვებული. დიახ, ტურინელთა 9-წლიანი ჰეგემონია დაამხო "ინტერმა", რომელიც მიმდინარე სეზონშიც ინარჩუნებს კალჩოს საუკეთესო გუნდის დამსახურებულ სტატუსს.

დიახ, "ნერაძური" კვლავ პირველ ადგილზეა, "ბებერი ქალბატონი" კი ცდილობს ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლას, რომელთან დაშორებაც ამ ეტაპზე სამ ქულას შეადგენს. "შავ-ლურჯების" რიგებში დანაკლისი არ შეინიშნება, "ბიანკონერის" კი არ ეყოლება ხუან კუადრადო, ფედე კიეზა და მატეის დე ლიგტი.

ტოტენჰემი-ჩელსი 23:45 (ინგლისის ლიგის თასის 1/2 ფინალი)

შეხვედრა უდიდესი ინტრიგით. პირველ რიგში გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ ანტონიო კონტე უპირისპირდება გუნდს, რომელსაც წლების წინ პრემიერ ლიგა მოაგებინა. ამის გარდა, "ჩელსის" შემადგენლობაში თამაშობს რომელუ ლუკაკუ, რომელმაც იტალიელი ტაქტიკოსის ხელმძღვანელობით "ინტერში" კარიერის საუკეთესო პერიოდი განიცადა.

ბელგიელ თავდამსხმელს უკვე მოენატრა სერია ა-ში გატარებული პერიოდი და ეს სენტიმენტი მას ძვირადაც დაუჯდა. ზედმეტი გულახდილობის გამო, ლონდონელებმა რომი დასაჯეს და მას "ლივერპულთან" უმნიშვნელოვანესი მატჩის გამოტოვება მოუწია. "ნერაძურის" ექს-ფორვარდს უკვე აპატიეს, ის "არისტოკრატების" შემადგენლობაში დაბრუნდა.

"ჰოტსპურს" დღეს არ ეყოლება სონ ჰინ მინი, ერიკ დაიერი, სტივენ ბერგვინი და კრისტიან რომერო. "ლურჯებს" კი ტიაგო სილვა, სესარ ასპილიკუეტა, ნ'გოლო კანტე, ედუარდ მენდი, რის ჯეიმსი, ბენ ჩილუელი და ტრევორ ჩალობა. ამ წყვილის გამარჯვებული ფინალში "ლივერპული"-"არსენალს" შორის მოგებულს შეხვდება.

"ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოქტომბერში ვიყავით", - ბუსკეტსი რეალთან მატჩის წინ