ავტორიზაცია

როდის და რა მატჩით დაიწყება ახალი საფეხბურთო სეზონი საქართველოში?

როდის და რა მატჩით დაიწყება ახალი საფეხბურთო სეზონი საქართველოში?
თარიღი 12 იან 2022, 16:45

საქართველოში 2022 წლის საფეხბურთო სეზონი ქვეყნის სუპერთასის შეხვედრით გაიხსნება. 20 თებერვალს, ეროვნული ლიგის ჩემპიონი, "დინამო ბათუმი" დაუპირისპირდება ქვეყნის თასის გამარჯვებულს, "საბურთალოს".

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ჩემპიონატს, პირველი ტური გაიმართება 26 თებერვალს, მოქმედი ჩემპიონების, აჭარლებისა და ბოლნისის "სიონის" შეხვედრით.

იგივე დღეს გორის "დილა" "გაგრას" მიიღებს. 27 თებერვალს თბილისის "დინამო" მიიღებს ქუთასის "ტორპედოს", "საბურთალო" კი შინაურ კედლებში წყალტუბოს "სამგურალს".

პირველი ტური დაიხურება თბილისის "ლოკომოტივისა" და "თელავის" შეხვედრით, 28 თებერვალს. ზუსტად იგივე დღეს დაიწყება ეროვნული ლიგა 2-ის ახალი სეზონიც.

შეგახსენებთ, რომ "ზღვისპირელები" საქართველოს ჩემპიონები თავის ისტორიაში პირველად გახდნენ. ვიცე-ჩემპიონის სტატუსით კი კახაბერ ცხადაძის გუნდი იქნება.