ავტორიზაცია

არსენალის ფაქტორი - მიზეზი, რის გამოც ვლაჰოვიჩმა კლუბის გამოცვლის სურვილი დაკარგა

არსენალის ფაქტორი - მიზეზი, რის გამოც ვლაჰოვიჩმა კლუბის გამოცვლის სურვილი დაკარგა
თარიღი 12 იან 2022, 18:50

"არსენალი" სერიოზულად არის დაინტერესებული "ფიორენტინას" თავდამსხმელის, დუშან ვლახოვიჩის შეძენით. Sky Sports-ის ცნობით, 21 წლის თავდამსხმელი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზამთარში სადმე წავიდეს.

დიდი ალბათობით, ის დარჩება "ფიორენტინაში", რათა დაეხმაროს კლუბს ევროტურნირებზე ადგილისთვის ბრძოლაში. ვლაჰოვიჩს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე კლუბში გადასვლა სურს.

"არსენალი" ზედიზედ ოთხი სეზონია ამ ტურნირზე არ გასულა, ახლა კი პრემიერ ლიგის ცხრილში მე-4 ადგილზეა და სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

აღსანიშნავია, რომ "ფიორენტინასთან" კარგ ურთიერთობას შეუძლია "არსენალს" ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობაში დახმარება. გარდა ამისა, "არსენალის" ნახევარმცველი, ლუკას ტორეირა ამჟამად იჯარით იტალიურ კლუბშია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბი თავდამსხმელის ტრანსფერი დაახლოებით 180 მილიონი ევრო დაჯდება, თუ მის ხელფასს 5-წლიანი კონტრაქტით გავითვალისწინებთ. "არსენალი" მზად არის დახარჯოს ეს თანხა. ვლაჰოვიჩმა "ფიორენტინასა" და სერბეთის ნაკრების მაისურით მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა.