ავტორიზაცია

ლინგარდისთვის ბრძოლაში ახალი ფავორიტი გამოიკვეთა

ლინგარდისთვის ბრძოლაში ახალი ფავორიტი გამოიკვეთა
თარიღი 12 იან 2022, 19:22

ლინგარდს კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ამ სეზონის ბოლოს ეწურება და ის ამ ზაფხულს შეძლებს "ტოტენჰემს" თავისუფალი აგენტის სტატუსით რომ შეუერთდეს.

ოლე-გუნარ სოლსკიაერი 29 წლის ფეხბურთელს დაჰპირდა, რომ ამ სეზონში ის რეგულარულად ითამაშებდა, თუმცა ნორვეგიელის გათავისუფლებამდე მან მხოლოდ ერთხელ დაიწყო სასტარტოში.

ლინგარდის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა მას შემდეგ, რაც გუნდი რალფ რანგნიკმა ჩაიბარა და გერმანელის დროსაც ის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა.

სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო, ლინგარდს არ მიუღია მოწვევა ინგლისის ნაკრებში ნოემბრის თამაშებისთვის, რის შემდეგაც მან გამოთქვა სურვილი, რეგულარულად ეთამაშა ფეხბურთი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ.

ლინგარდის წარუმატებლობები ამ სეზონში სრულიად ეწინააღმდეგება მისი გასული სეზონის მეორე ნახევარს "ვესტ ჰემში", სადაც მან 9 გოლი გაიტანა 16 მატჩში "ჩაქუჩების" შემადგენლობაში.

"ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოუნდეს ფეხბურთელს მანჩესტერში გადმოსვლა", - სქოულზი