ავტორიზაცია

"ზოგჯერ მგონია, რომ ფეხბურთი ეშმაკის მოგონილია", - ალეგრი ინტერთან მარცხის შემდეგ

"ზოგჯერ მგონია, რომ ფეხბურთი ეშმაკის მოგონილია", - ალეგრი ინტერთან მარცხის შემდეგ
თარიღი 13 იან 2022, 10:53

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ შეაჯამა იტალიის სუპერთასზე გამართული მატჩი მილანის "ინტერთან" (1:2 დამატებულ დროში).

"ეს იყო ნამდვილი ფეხბურთი, კარგი გამოცდა იმის გასაგებად, თუ სად ვდგავართ. სამწუხაროდ, ხანდახან მგონია, თითქოს ეშმაკმა გამოიგონა ფეხბურთი (ინტერმა გამარჯვების გოლი 121-ე წუთზე გაიტანა).

საფინალო სასტვენამდე 5 წამით ადრე სულელური შეცდომა დავუშვით, მაგრამ იტალიაში ამ მომენტის უძლიერეს გუნდს დავუპირისპირდით და გოლის გატანის რამდენიმე შანსი შევქმენით.

ინტერს კი ძალიან ცოტა რაღაცის საშუალება მივეცით. საწყის 10 წუთში კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ მოვუმატეთ. სირცხვილია დასრულებამდე 5 წამით ადრე წაგება.

ეს გაბრაზება სერია ა-ში, იტალიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გამოვიყენოთ. პოზიტივი უნდა ვეძებოთ ყველაფერში: გუნდი იხვეწება, განსაკუთრებით ფიზიკურად.

ეს მხოლოდ ერთი მატჩია, სამწუხაროდ, ჩვენი სცენარით ყველაფერი არ წარიმართა, ახლა ლიგაზე გავამახვილებთ ყურადღებას", - განაცხადა ალეგრიმ მატჩის დასრულების შემდეგ.