ავტორიზაცია

9-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, შევჩენკო ჯენოასგან მიიღებს 20 მილიონს და წავა

9-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, შევჩენკო ჯენოასგან მიიღებს 20 მილიონს და წავა
თარიღი: 13 იან 2022, 15:05

"ჯენოას" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ შესაძლოა ეს თანამდებობა დატოვოს. TMW-ის ცნობით, კლუბი და მწვრთნელი კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

იტალიის თასზე დღეს "მილანთან" გამარჯვებაც კი არ იქნება საკმარისი უკრაინელისთვის პოსტის შესანარჩუნებლად. "ჯენოა" იძულებული გახდება შევჩენკოს და მის სამწვრთნელო შტაბს თანამშრომლობის ვადამდე შეწყვეტისთვის დაახლოებით 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.

გენუური კლუბის ხელმძღვანელობამ "ლიონისა" და "რომას" ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, რუდი გარსიასთან შეხვედრა დანიშნა. 57 წლის ფრანგი "ჯენოას" პირველი არჩევანია.

ამ პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატია - "ჰერტას" ყოფილი მწვრთნელი, ბრუნო ლაბადია. La Repubblica იუწყება, რომ გენუელებმა ის უკვე შეიყვანეს შესაძლო კანდიდატთა სიაში.

შევჩენკოს ხელმძღვანელობით "ჯენოამ" 10 მატჩი ჩაატარა, იტალიის თასზე "სალერნიტანასთან" ერთი გამარჯვება მოიპოვა (1:0). ჩემპიონატში "ჯენოამ" 6 მარცხი განიცადა და 3-ჯერ ფრედ ითამაშა. გუნდი ცხრილში მე-19 ადგილზეა.