ავტორიზაცია

ყველაზე რთული მეტოქე რონალდოსა და რონალდინიოს კარიერაში? - ლეგენდებმა ერთი და იგივე მოთამაშე გამოარჩიეს

ყველაზე რთული მეტოქე რონალდოსა და რონალდინიოს კარიერაში? - ლეგენდებმა ერთი და იგივე მოთამაშე გამოარჩიეს
თარიღი 13 იან 2022, 15:17

ყველა ფეხბურთელს ეკითხებიან, თუ ვის მიიჩნევენ ისინი კარიერაში ყველაზე რთულ მოწინააღმდეგედ. გამონაკლისი არც ლეგენდარული რონალდინიოსა და რონალდოს დუეტია.

საინტერესოა, რომ ორივე ბრაზილიელმა სუპერგმირმა ერთნაირად უპასუხა: "პაოლო მალდინი". აი რას ამბობს რონალდინიო "მილანის" ლეგენდარული კაპიტნის შესახებ:

"ის ჩემი ყველაზე რთული მეტოქეა, მოედანზე მან ყველაფერი იცოდა. მისი თამაშით აღფრთოვანდები – თითქოს ძალ-ღონეს არ ხმარობდა. ეს განსაკუთრებით მძაფრად შევნიშნე, როდესაც ერთ გუნდში ვიყავით.

რონალდო მას ეთანხმება: "რომელია ყველაზე ძლიერი მცველი, რომელსაც ჩემს კარიერაში შევხვედრილვარ? ვფიქრობ, პაოლო მალდინი მათ შორის უდავოდ საუკეთესოა.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა იტალიელი მცველები - მაგალითად, კანავარო, ნესტა, ვერჰოვოდი - ასევე ძალიან ძლიერები იყვნენ", - განაცხადა "ფენომენმა" მალდინის შესახებ.

ბრაზილიელმა რონალდომ ყველა დროის საუკეთესო 11-ეული შეადგინა: გუნდი, სადაც კრიშტიანუსთვის ადგილი არ მოიძებნა