ავტორიზაცია

"რეალს შესაძლოა რომ დავეხმაროთ ჰოლანდის ტრანსფერის განხორციელებაში", - ლა ლიგის პრეზიდენტი

"რეალს შესაძლოა რომ დავეხმაროთ ჰოლანდის ტრანსფერის განხორციელებაში", - ლა ლიგის პრეზიდენტი
თარიღი 13 იან 2022, 16:03

ლა ლიგამ შესაძლოა მადრიდის "რეალს" უპროცენტო სესხი მისცეს ერლინგ ჰოლანდის შესაძენად, განაცხადა ხავიერ ტებასმა ლიგის განვითარებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ შეხვედრაზე.

ფუნქციონერის თქმით: "ამ რთულ დროს ტოპ-კლუბების და ზოგადად ფეხბურთის მომავალი პირდაპირ დამოკიდებულია ახალგაზრდა, იმედისმომცემ ტალანტებზე.

ამიტომ, სხვა ლიგებთან კონკურენციისთვის, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ვარსკვლავი უნდა მოვიზიდოთ. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რამდენი პერსპექტიული მოთამაშე ჰყავს ბარსელონას და მადრიდის რეალს.

სამწუხაროდ, მათი ძირითადი ნაწილი უკვე კარიერის დასრულების გზას ადგას.  ამიტომ, გადავწყვიტეთ კლუბს 100 მილიონი ევროს უპროცენტო სესხი შევთავაზოთ 23 წლამდე ასაკის ფეხბურთელების შესაძენად. 

რა თქმა უნდა, კლუბი თავად გადაწყვეტს, როგორ დახარჯოს გამოყოფილი თანხა. იყიდოს ერლინგ ჰოლანდის მსგავსი სუპერვარსკვლავი ან რამდენიმე პერსპექტიული ფეხბურთელი.

ჩვენი მიზანია, ელ კლასიკო კვლავ გავხადოთ ყველაზე სანახაობრივი სპორტული მოვლენა მსოფლიოში", - განაცხადა ტებასმა ლიგის განვითარებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ შეხვედრაზე.