ავტორიზაცია

"ათასობით ადამიანი დაიღუპა", - კანტონა ყატარში ჩასატარებელი მუნდიალის ყურებას არ აპირებს

"ათასობით ადამიანი დაიღუპა", - კანტონა ყატარში ჩასატარებელი მუნდიალის ყურებას არ აპირებს
თარიღი 13 იან 2022, 20:02

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ერიკ კანტონამ განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატების მატჩებს არ უყურებს.

"სიმართლე გითხრათ, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი დიდად არ მაინტერესებს. ჩემი აზრით, ეს ნამდვილი მუნდიალი არ არის. ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი ტურნირი ჩატარდა ისეთ ქვეყნებში, სადაც ტრადიცია ფორმირების პროცესში იყო, - მაგალითად, რუსეთსა და ჩინეთში. ეს მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებს ეხება".

"მაგრამ ყატარი საფეხბურთო ქვეყანა არ არის. წინააღმდეგი არ ვარ, მნიშვნელოვანი ტურნირები ჩავატაროთ ქვეყნებში, სადაც არის შანსი, რომ ფეხბურთი განვითარდეს და მისი პოპულარიზაცია მოხდეს. ისე, როგორც ეს სამხრეთ აფრიკასა და აშშ-ში მოხდა".

"აშშ-ში გოგონებს შორის სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა ფეხბურთია, სამხრეთ აფრიკიდან მიგრანტები ჩადიან. ფეხბურთისთვის აქ დიდი პოტენციალია. ამჟამად აშშ-ში ფეხბურთი არის სპორტის ის სახეობა, რომელსაც უმეტესწილად პროფესიონალურ დონეზე თამაშობენ. მაგრამ ყატარში ეს პოტენციალი არ შეიმჩნევა. ვფიქრობ, ამ შეთხვევაში ყველაფერი ფულს ეხება".

"ყველაფერს ფული წყვეტს, ხოლო იმ ხალხს, ვინც სტადიონებს აშენებდა, საშინლად ეპყრობოდნენ. ათასობთ ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად ამისა, ამ მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატარებენ".

"ამ მუნდიალს არ ვუყურებ", - ციტირებს კანტონას სიტყვებს Daily Mail-ი.