ავტორიზაცია

"სამუდამოდ გვემახსოვრება შენი გამოხედვა", - მილანის ფანების ემოციური მიმართვა შევჩენკოს

"სამუდამოდ გვემახსოვრება შენი გამოხედვა", - მილანის ფანების ემოციური მიმართვა შევჩენკოს
თარიღი 14 იან 2022, 11:13

ანდრეი შევჩენკო, რომელიც "ჯანოადან" გათავისუფლებამდე ერთ ნაბიჯშია, იტალიის თასის 1/8 მატჩისთვის "მილანის" წინააღმდეგ ფაქტიურად მშობლიურ "სან სიროზე" ჩავიდა.

სხვათაშორის, შევჩენკოს ერთადერთი სამწვრთნელო გამარჯვება იტალიაში ამ მომენტში სწორედ თასზე იყო "სალერნიტანასთან" და კლუბს ამ ეტაპამდე მოხვედრის საშუალება სწორედ მან მისცა.

"მილანი" საშინელი მეტოქეა დაშლილი "ჯენოასთვის", მაგრამ ეს შეხვედრა შევასთვის სიგიჟემდე სასიამოვნო უნდა იყო. "მილანის" ტიფოზებმა გააკრეს ბანერი წარწერით:

"ხანგრძლივი სიყვარულის ისტორია. გულში ამოტვიფრულია შენი გამოხედვა მანჩესტერიდან. შევა მარადიული ლეგენდაა". ასე გულშემატკივრებს გაახსენდათ 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადამწყვეტი პენალტის წინა მომენტი.

როგორც გვახსოვს, შევჩენკომ ბუფონს გაუტანა (კამერებმა კი მისი სახე ახლოდან დააფიქსირეს) და თასი "მილანს" მოაგებინა. აქვე დავამატებთ, 2004 წელს, უკრაინელმა "როსონერიში" ოქროს ბურთიც მოიგო.