ავტორიზაცია

რონალდუ: "მჯერა, რომ პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატზე გავა"

რონალდუ: "მჯერა, რომ პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატზე გავა"
თარიღი 15 იან 2022, 11:16

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასვლის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალში პორტუგალია თურქეთს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი იტალიასა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის მოგებულს შეხვდება.

"ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოვხვდებით, მაგრამ მაინც მჯერა, რომ გავალთ. ფეხბურთსა და ცხოვრებაში რთული პერიოდი გარდაუვალია, მაგრამ თუ დაეცემი, უნდა შეძლო ადგომა.

მჯერა, რომ პორტუგალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. ვიცით, რომ წინ ერთი-ორი რთული ბრძოლა გველის, მაგრამ მე მაინც მჯერა. მარტში მზად ვიქნებით, ბრძოლა იქნება.

ცხოვრება ისეთია, რომ იდეალური სცენარი არ არსებობს. ჩვენ უნდა მივიღოთ გარემოება ისე, როგორც არის, შევხედოთ ყველაფერს. როცა მარტი მოვა, ჩვენ მზად ვიქნებით", - განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა.