ავტორიზაცია

დღეს, FIFA The Best-ის ცერემონიალი - რომელი ფეხბურთელები იბრძოლებენ საუკეთესოს წოდებისთვის?

დღეს, FIFA The Best-ის ცერემონიალი - რომელი ფეხბურთელები იბრძოლებენ საუკეთესოს წოდებისთვის?
თარიღი 17 იან 2022, 10:36

დღეს, 17 იანვარს, ჩვენი დროით 22:00 საათიდან დაიწყება ფიფას ყოველწლიური დაჯილდოვება სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესო ფეხბურთელების გამოსავლენად. ნომინანტთა სია ასეთია:

წლის საუკეთესო ფეხბურთელი: კარიმ ბენზემა, კევინ დე ბრუინი, ერლინგ ჰოლანდი, ჟორჟინიო, ნ'გოლო კანტე, რობერტ ლევანდოვსკი, ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ნეიმარი, კრიშტიანუ რონალდუ, მოჰამედ სალაჰი.

წლის საუკეთესო მწვრთნელი: ანტონიო კონტე, ჰანსი ფლიკი, პეპ გვარდიოლა, რობერტო მანჩინი, ლიონელ სკალონი, დიეგო სიმეონე, ტომას ტუხელი.

წლის საუკეთესო მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა, ედუარდ მენდი, მანუელ ნოიერი.

წლის საუკეთესო გოლის ავტორი: ერიკ ლამელა, პატრიკ შიკი, მედჰი ტარემი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი. როგორც ვხედავთ, პოლონელი კვლავ ნომინანტთა სიაშია.

Fifa The Best-ის დაჯილდოვება დასრულდა - გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია