დღეს, FIFA The Best-ის ცერემონიალი - რომელი ფეხბურთელები იბრძოლებენ საუკეთესოს წოდებისთვის?
დღეს, 17 იანვარს, ჩვენი დროით 22:00 საათიდან დაიწყება ფიფას ყოველწლიური დაჯილდოვება სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესო ფეხბურთელების გამოსავლენად. ნომინანტთა სია ასეთია:
წლის საუკეთესო ფეხბურთელი: კარიმ ბენზემა, კევინ დე ბრუინი, ერლინგ ჰოლანდი, ჟორჟინიო, ნ'გოლო კანტე, რობერტ ლევანდოვსკი, ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ნეიმარი, კრიშტიანუ რონალდუ, მოჰამედ სალაჰი.
წლის საუკეთესო მწვრთნელი: ანტონიო კონტე, ჰანსი ფლიკი, პეპ გვარდიოლა, რობერტო მანჩინი, ლიონელ სკალონი, დიეგო სიმეონე, ტომას ტუხელი.
წლის საუკეთესო მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა, ედუარდ მენდი, მანუელ ნოიერი.
წლის საუკეთესო გოლის ავტორი: ერიკ ლამელა, პატრიკ შიკი, მედჰი ტარემი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი. როგორც ვხედავთ, პოლონელი კვლავ ნომინანტთა სიაშია.
Fifa The Best-ის დაჯილდოვება დასრულდა - გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია