ავტორიზაცია

ტუხელი: "ლივერპული შარშან საჩემპიონო ბრძოლას ვან დეიკის არყოფნის გამო ჩამოშორდა"

ტუხელი: "ლივერპული შარშან საჩემპიონო ბრძოლას ვან დეიკის არყოფნის გამო ჩამოშორდა"
თარიღი 17 იან 2022, 11:03

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის აქტიურობის შესახებ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ვეცდებით გაძლიერებას, მაგრამ თუ იკითხავთ, გვჭირდება თუ არა ახალი მოთამაშეები, მაშინ ვფიქრობ, რომ ჩვენ მთელი ახალი გუნდი გვჭირდება.

იბრძოდა თუ არა ლივერპული გასულ სეზონში ტიტულისთვის? არა. ამის მიზეზი და ერთადერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ის იყო, რომ ისინი თამაშობდნენ ვან დეიკის გარეშე.

ეს ბევრჯერ მითქვამს: საკვანძო მოთამაშეები საკვანძო მოთამაშეები არიან, რადგან ისინი მნიშვნელოვანები არიან ყველაფერში, რასაც აკეთებენ და როგორ იქცევიან.

ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და მომწონს მათი თამაში, ასევე ფეხბურთელების დამოკიდებულება და შიმშილი, რომლითაც ისინი შემოდიან მოედანზე. ჩვენ მამაცები ვართ და კვლავ მზად ვართ ბრძოლისთვის.

მე შემიძლია ვენდო ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელსაც მოედანზე დავაყენებ. ამ გუნდის ხელმძღვანელობა სიამოვნებაა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარადაა, თუ მოთამაშეს ყოველდღიურად სჭირდება შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლა.

ეს ჩვენს გუნდში დიდი ხანია არ მომხდარა. თუ უარყოფითი ტესტი გაქვს, მაშინ სასტარტო 11-ში მოხვედრის დიდი შანსი გექნება", - თქვა ტუხელმა თავისი გუნდის შესახებ.

"ჩელსი" ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილში მე-3 ადგილზეა, ორი ქულით ჩამორჩება "ლივერპულს" ერთი მატჩით და 13 ქულით ჩამორჩება ლიდერ "მანჩესტერ სიტის".