ავტორიზაცია

ხელფასის გაზრდის ნაცვლად, იუვენტუსი დიბალასთვის მის დაკლებას გეგმავს

ხელფასის გაზრდის ნაცვლად, იუვენტუსი დიბალასთვის მის დაკლებას გეგმავს
თარიღი 17 იან 2022, 11:16

"იუვენტუსმა" გააუქმა შეთანხმება თავდამსხმელ პაულო დიბალასთან ახალი კონტრაქტის შესახებ, ხელფასით წელიწადში 8 მილიონი ევრო პლიუს 2 მილიონი ევრო ბონუსი.

ახლა ტურინული კლუბი, პირიქით, აპირებს 28 წლის არგენტინელს ხელფასი შეუმციროს, რადგან მიაჩნია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უკეთესი შეთავაზებები არ ექნება, ირწმუნება Football Italia Sky Sport Italia-ზე მითითებით.

ამასთან, "იუვენტუსი" შიშობს, რომ სეზონის ბოლოს დიბალა თავისუფალი აგენტი გახდეს და უფასოდ წავიდეს. მოთამაშის მიმართ ინტერესი მოდის "ტოტენჰემიდან", "ბარსელონადან", "ატლეტიკოდან" და "ინტერიდან". 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიბალას მოლაპარაკებები "იუვესთან" ახალ კონტრაქტზე თებერვლისთვის გადაიდო. ცნობისთვის, "ინტერმა" დიბალას წინადადებით უკვე მიმართა.

"დასამტკიცებელი არავისთვის არაფერი მაქვს", - დიბალას პასუხი იუვენტუსს