ავტორიზაცია

"ვიცოდი, რომ მე-2 ტაიმში ვან აანჰოლტი დაიღლებოდა" - ლობჟანიძე გალათასარაისთან მატჩის შემდეგ

"ვიცოდი, რომ მე-2 ტაიმში ვან აანჰოლტი დაიღლებოდა" - ლობჟანიძე გალათასარაისთან მატჩის შემდეგ
თარიღი 17 იან 2022, 15:46

სუპერლიგის 21-ე ტურში გალათასარაისთან(4-2) შესრულებული დუბლის შემდეგ საბა ლობჟანიძემ თურქულ მედიასთან ისაუბრა.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და მიხარია, რომ გოლები გავიტანე. ბედნიერი ვარ თურქეთის ერთ-ერთ უდიდეს გუნდთან გამარჯვებით. ვიცოდით, რომ მეორე ტაიმში პატრიკ ვან აანჰოლტი დაიღლებოდა და ეს გამოვიყენეთ. გამარჯვება გუნდური თამაშით მოვახერხეთ," - განაცხადა საბა ლობჟანიძემ.

საბა ლობჟანიძე მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია, ჰატაისპორის მაისურით 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

რაც შეეხება ჰატაისპორს, 21 ტურში 35 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე არიან.