ავტორიზაცია

"გერდ მიულერის გარეშე, ვერაფერს ვიზამდი", - ლევანდოვსკი ფიფას ჯილდოზე

"გერდ მიულერის გარეშე, ვერაფერს ვიზამდი", - ლევანდოვსკი ფიფას ჯილდოზე
თარიღი 18 იან 2022, 10:36

მიუნხენის "ბაიერნისა" და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღების შესახებ ისაუბრა.

"მე ვარ მადლიერი, ამაყი და ბედნიერი. მინდა მადლობა გადავუხადო პარტნიორებს - ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ტიტულების მოგებისთვის. ეს ჯილდო ყველასთვისაა ჩემს ირგვლივ.

ყველაფერი, რაც გასულ წელს მოხდა, ბუნდესლიგის რეკორდს რომ დავამყარებდი გატანილი გოლებით, ოცნებაშიც კი არ მქონდა. ვინმემ რომ მეთქვა ამის შესახებ ორი წლის წინ, არ დავიჯერებდი.

სამწუხაროა, რომ გერდ მიულერი ჩვენთან აღარ არის. მის გარეშე მე ვერ შევძლებდი ყველაფერს. ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, თუ რა შემიძლია გავაკეთო კიდევ ერთი რეკორდის დასამყარებლად", - განაცხადა პოლონელმა.