ავტორიზაცია

"ჩელსიში კონტრაქტის ბოლომდე დარჩენა, იოლი არ იქნება", - ტუხელი

"ჩელსიში კონტრაქტის ბოლომდე დარჩენა, იოლი არ იქნება", - ტუხელი
თარიღი 18 იან 2022, 12:02

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა თავისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, გერმანელ ტაქტიკოსს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

"როგორც მახსოვს, კონტრაქტი 2024 წლამდე მაქვს. ვეცდები, რომ აქ კონტრაქტის ბოლომდე დავრჩე, თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ ეს მარტივი საქმე სულაც არ იქნება.

დიახ, ისტორია ამბობს, რომ ეს არც ისე ადვილია, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მივაღწევ. მე არ მინდა რომელიმე სხვა გუნდში წასვლა, ეს რა თქმა უნდა", - განაცხადა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტი ლონდონში მოვიდა შუა სეზონში, ფრენკ ლამპარდის გაშვების შემდეგ და მან გუნდს ჩემპიონთა ლიგა პირველივე ცდაზე მოაგებინა.