ავტორიზაცია

გარდაიცვალა ლეგენდარული პაკო ხენტო, რომელმაც რეალის შემადგენლობაში ჩემპიონთა თასი 6-ჯერ მოიგო

გარდაიცვალა ლეგენდარული პაკო ხენტო, რომელმაც რეალის შემადგენლობაში ჩემპიონთა თასი 6-ჯერ მოიგო
თარიღი 18 იან 2022, 14:25

დღეს, 18 იანვარს, 88 წლის ასაკში, ლეგენდარული ფეხბურთელი და მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფრანსისკო ხენტო გარდაიცვალა. "სამეფო კლუბი" თავის ლეგენდას ასე დაემშვიდობა:

"საფეხბურთო კლუბი რეალი, მისი პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ღრმა სინანულით გამოთქვამენ ფრანსისკო ხენტოს, მადრიდის რეალის საპატიო პრეზიდენტის, მადრიდული კლუბისა და მთელი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის გარდაცვალებას.

მადრიდის რეალი თანაგრძნობას, სიყვარულს და თანადგომას გამოხატავს მისი ახლობლების, კოლეგებისა და ახლობლების მიმართ. პაკო ხენტოს ფიგურა ნამდვილად წარმოადგენს მადრიდის რეალის ყველა ღირებულებას.

ის იყო და იქნება კლუბისა და სპორტის მთელი სამყაროს ეტალონი. "სამეფო კლუბის" გულშემატკივრებს და ფეხბურთის ზოგად გულშემატკივრებს ყოველთვის ემახსოვრებათ იგი, როგორც ერთ-ერთი დიდი ლეგენდა".

შეგახსენებთ, რომ ხენტო ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა თასი 6-ჯერ მოიგო მოიგო. ის 1953 წლიდან 1971 წლამდე იცავდა მადრიდული კლუბის ფერებს.

მადრიდის "რეალში" 18 სეზონში მან მოიგო 6 ევროპული თასი, 12 ესპანეთის ჩემპიონატის ტიტული, ორი კოპა დელ რეი, ერთი საკონტინენტთაშორისო თასი და მრავალი სხვა ტურნირი.

სულ მადრიდის "რეალში" 23 ტიტული აქვს - ეს "ბლანკოსის" რეკორდია. "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში ხენტომ 600 შეხვედრა ჩაატარა და 182 გოლი გაიტანა.