ავტორიზაცია

პსჟ-ს ბოლო მცდელობა მბაპეს შენარჩუნების საკითხში - ასტრონომიული ხელფასი რეალის ინტერესის დასაჩრდილად

პსჟ-ს ბოლო მცდელობა მბაპეს შენარჩუნების საკითხში - ასტრონომიული ხელფასი რეალის ინტერესის დასაჩრდილად
თარიღი 18 იან 2022, 14:41

"პსჟ"-ს ხელმძღვანელობა მთელი ძალით ცდილობს შეინარჩუნოს თავდამსხმელი, კილიან მბაპე, რომელსაც ამჟამინდელი კონტრაქტი პარიზელებთან 2022 წლის ივნისში ეწურება.

ვინაიდან და რადგან 23 წლის ფრანგი კლუბის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი აქტივია, მათ არ სურთ მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება, რადგან იციან, რომ მას სურს მადრიდის "რეალში" გადასვლა.

მბაპესთან მოლაპარაკების სამი წინა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მაგრამ "პარი სენ-ჟერმენი" არ ტოვებს თავდამსხმელთან თანამშრომლობის გაგრძელების იმედს.

ABC-ის ცნობით, "წითელ-ლურჯების" მესვეურები მისთვის წარმოუდგენელ შეთავაზებას ამზადებენ - ორწლიანი კონტრაქტი წელიწადში 40 მილიონი ევროს ოდენობით.

თუ დათანხმდება, ლიონელ მესიზე და ნეიმარზე მეტს მიიღებს და კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ს შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt კილიანს 160 მილიონ ევროდ აფასებს.

გარდაიცვალა ლეგენდარული პაკო ხენტო, რომელმაც რეალის შემადგენლობაში ჩემპიონთა თასი 6-ჯერ მოიგო