ავტორიზაცია

რეალმა და ჩელსიმ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ, აზარი საქმეშია

რეალმა და ჩელსიმ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ, აზარი საქმეშია
თარიღი 18 იან 2022, 15:02

მადრიდის "რეალის" შემტევ ნახევარმცველს, ედენ აზარს ანჩელოტის გუნდის დატოვება სურს. ამის შესახებ RMC Sport-ის ჟურნალისტმა, საშა ტავოლიერმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა სამედიცინო საკითხმა. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო შტაბმა ფეხბურთელს ახალი ოპერაციის გაკეთება ურჩია, კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი დაჟინებით მოითხოვდა ქირურგიული ჩარევის გაუქმებას.

ის მოითხოვდა მოთამაშის მოედანზე გამოყენებას, რათა გაეადვილებინა მისი გაყიდვა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალს" აზარის "ჩელსის" მცველ, რის ჯეიმსში გაცვლა სურს.

31 წლის ბელგიელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.