ავტორიზაცია

ბელგიის ფეხბურთის ასოციაციამ ევერტონს კატეგორიული უარი შეუთვალა

ბელგიის ფეხბურთის ასოციაციამ ევერტონს კატეგორიული უარი შეუთვალა
თარიღი 18 იან 2022, 21:35

„ირისებს“ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიება მოუწევთ.

რაფაელ ბენიტესის გაშვების შემდეგ „ევერტონი“ ახალ მთავარ მწვრთნელს აქტიურად ეძებს და ერთ-ერთ ვარიანტად თავისივე ექს-სპეციალისტი, რობერტო მარტინესი განიხილეს, რომელიც ამჟამად ბელგიის ნაკრებშია დასაქმებული.

თუმცა, როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, ბელგიის ნფეხბურთის ასოციაციას მარტინესის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე გაშვება არ სურს.

შესაბამისად, „ირისებს“ სხვა ვარიანტებისკენ მოუწევთ გახედვა, როგორებიცაა: უეინ რუნი, ფრენკ ლამპარდი, რუდი გარსია და სხვები.