ავტორიზაცია

"ძალიან კონკრეტულად ვილაპარაკე", - იუვენტუსის დირექტორი დიბალას კონტრაქტის სიტუაციაზე

"ძალიან კონკრეტულად ვილაპარაკე", - იუვენტუსის დირექტორი დიბალას კონტრაქტის სიტუაციაზე
თარიღი 19 იან 2022, 00:21

„იუვენტუსის“ დირექტორმა, მაურიციო არივაბენემ გუნდის წამყვანი ფეხბურთელების კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა.

როგორც იცით, „იუვეს“ რამდენიმე ფეხბურთელს და მათ შორის პაულო დიბალასაც ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით გახანგრძლივებული არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურინულ გუნდს არგენტინელთან შეთანხმება მიღწეული ჰქონდა, თუმცა შეთავაზება უკან გაიწვია და ფეხბურთელისთვის ხელფასის დაკლების ვარიანტს განიხილავს.

„დიბალას თაობაზე ძალიან კონკრეტულად ვილაპარაკე, თებერვალში დავილაპარაკებთ, ისევე როგორც კუადრადოსთან, დე შილიოსთან და ბერნარდესკისთან. დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ფეხბურთელების კონტრაქტებზე გადაწყვეტილება მივიღოთ.“ - ციტირებს არივაბენეს სიტყვებს Mediaset.

რამდენიმე დღის წინ დირექტორმა ღიად განაცხადა, რომ დიბალამ საფეხბურთო მოედანზე უნდა დაიმსახუროს ის ფული, რომელსაც მას „იუვენტუსი" უხდის.