ავტორიზაცია

"ჩელსი გამოფიტულია, გამოძინებასაც ვერ ვასწრებთ", - ტუხელი თავისი გუნდის გრაფიკის შესახებ

"ჩელსი გამოფიტულია, გამოძინებასაც ვერ ვასწრებთ", - ტუხელი თავისი გუნდის გრაფიკის შესახებ
თარიღი 19 იან 2022, 10:47

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა პრემიერ ლიგაში "ბრაიტონთან" დაპირისპირების შემდეგ (1:1), დატვირთული გრაფიკის თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა.

"მოხარული ვარ, რომ წინ ოთხი დღე გვაქვს. გადახედეთ ჩვენს გასულ კვირას და მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობ. შვიდ დღეში მთელი სამი გასვლითი შეხვედრა ვითამაშეთ.

ასეთ ვითარებაში ჩნდება კითხვები არა საფეხბურთო, არამედ ლოჯისტიკური ხასიათის. მუდმივად გზაში ვართ და ზოგჯერ ძილისთვის საკმარის დროს ვერ ვპოულობთ.

ეს გრძელდება კვირებია, მაგრამ წუწუნი არ შეგვიძლია. ახლა კი ამის საბაბს არ ვეძებ. უბრალოდ მინდა ავხსნა, რომ იანვრის შუა რიცხვებში, გასვლით თამაშში ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც ბრაიტონია, ასეთი სირთულეები შეიძლება რომ მოხდეს.

ეს არის რეალობა და თუ მეტყვით, რომ ეს ვინმეს პრემიერ ლიგაში არ შეიძლება დაემართოს, ჩემგან პასუხად მხოლოდ სიცილი იქნება. ნოემბრიდან ასე ვთამაშობთ.

რეალობა ისაა, რომ ორ-სამ დღეში ერთხელ არ შეგვიძლია გარეთ გასვლა და მაქსიმუმის ჩვენება.  ამაში არაფერია მოულოდნელი. ჩვენ მეტისკენ ვისწრაფვით, გვინდა უკეთ ვითამაშოთ და ასეთ შედეგი არასდროს მივიღოთ.

ვერ დავკმაყოფილდებით ფრეთი და ვაგრძელებთ თამაშს, თითქოს არაფერი მომხდარა. ჩვენ მთელი ძალები მივეცით, ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მაგრამ ახლა გუნდი გამოფიტულია და ეს ჩანს", - განაცხადა ტუხელმა.