ავტორიზაცია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა აკრძალული პრეპარატის მიღების გამო 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა აკრძალული პრეპარატის მიღების გამო 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
თარიღი 19 Jan 2022, 10:59

UFC-ის მებრძოლს, ზვიად ლაზიშვილს ცხრათვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. ამის მიზეზი არის აკრძალული პრეპარატი, რომელიც ქართველი მებრძოლის სისხლში იქნა აღმოჩენილი.

"გამარჯობა მეგობრებო. მინდა, ჩემს ცხრათვიან დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით NAC-ის გადაწყვეტილებას გამოვეხმაურო. მოკლედ, როგორც იცით, ბოლო 2 წელია ვებრძვი ტრამვებს და ძალიან ბევრი მეთოდით ვცადე მკურნალობა.

რის შედეგადაც სხვა პრობლემებიც აღმოცენდა. ხანგრძლივი ქრონიკული გადაღლილობის, ინსომნიისა და უენერგიობის შედეგად ჩავიტარე გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც, ჰორმონალური დისბალანსი დამიდგინდა.

არავითარი თვითგამოკვლევა ან თვითმკურნალობა არ მიცდია, ოფიციალურად მივმართე ექიმს, რომ კონტროლის ქვეშ ემკურნალათ. ჩემი მთავარი გაფრთხილება იყო, რომ ვარ სპორტსმენი, ნებისმიერ დროს შეიძლება მქონოდა ბრძოლა.

ძალიან მკაცრ შემოწმებებს გავდივარ, ამიტომ ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტში არ უნდა ყოფილიყო სტეროიდი ან რაიმე კიდევ მსგავსი. მითხრეს - ეს აუცილებლად იქნებოდა გათვალისწინებული.

შედეგად დამინიშნეს ქლომიფენი, რომელიც სტეროიდი არ არის, მაგრამ არის აკრძალული მედიკამენტი. სურვილის შემთხვევაში ამ სასწაული მედიკამენტის გამოწერა შეუძლია ნებისმიერს სულ რაღაც 30 დოლარად.

ჩემი მხრიდან რა თქმა უნდა გადავამოწმე, ეს არ იყო სტეროიდი და მივიღე 100 გრამი, ორი მიღება, თუმცა მკურნალობა იმავე დღესვე შევწყვიტე უკუჩვენების გამო.

პირველი ტაბლეტი 16 ოქტომბერს ხოლო მეორე მომდევნო დღეს მივიღე. მოგვიანებით, აღმოჩნდა რომ ეს მედიკამენტი არა სტეროიდს მაგრამ, სხვა აკრძალულ ნივთიერებას შეიცავს.

ჩემი ექიმთან მისვლის მთავარი მიზეზიც სწორედ ის გახლდათ რომ ამის კონტროლი ყოფილიყო. მე ვიცი ის ძირითადი პრეპარატები რაც მეკრძალება, მაგრამ არ მაქვს ის კომპეტენცია მედიკამენტის მიკროშემადგენლობები ან მათი სახელწოდებები ან ანალოგები ვიცოდე", - წერს 30-წლის მებრძოლი.

VIDEO: ზვიად ლაზიშვილი UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში დამარცხდა