"კვარაცხელია პრემიერ ლიგის გუნდების სატრანსფერო სიაში რჩება", - რუსული პრესა
Soccer.ru-მ ყაზანის "რუბინის" გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას სიახლე მიუძღვნა. რუსული გამოცემა შეეხო ქართველი ვინგერის პრობლემებსა და "წითელ-მწვანეებიდან" შესაძლო წასვლას.
"კვარაცხელიამ 2021 წელი კვლავ რუბინში ჩაამთავრა. მან თავის სატრანსფერო ღირებულების მაქსიმუმს, ანუ 18 მილიონ ევროს გასული სეზონის მიწურულს მიაღწია.
ხვიჩა ყაზანის დატოვებას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ კლუბში დარჩა და იმ წარუმატებლობის ნაწილი გახდა, რომელიც ახლა მის გუნდს დაატყდა თავს ამ სეზონში.
ქართველი გარემარბი ახლა ორი მილიონით ნაკლები ღირს, თუმცა ახლა ის რუსეთის პრემიერ ლიგის სხვა ოთხ ფეხბურთელთან ერთად, მაინც არის ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად შეფასებულ მოთამაშეთა სატრანსფერო სიაში", - წერს Soccer.ru.
შეგახსენებთ, რომ ლეონიდ სლუცკის გუნდის ახალგაზრდა ფლანგელის სახელს უკავშირებენ "ვესტ ჰემ იუნაიტედს", "ევერტონს", "ლიდს იუნაიტედსა" და "საუთჰემპტონს".