ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის კლუბი, რომელიც აზარმა უარით გაისტუმრა

პრემიერ ლიგის კლუბი, რომელიც აზარმა უარით გაისტუმრა
თარიღი: 19 იან 2022, 12:57

El Nacional წერს, რომ მადრიდის "რეალი" მზად იყო მიეღო "ნიუკასლის" შეთავაზება 40 მილიონი ევროს პლუს 10 მილიონი ევრო ბონუსების სახით, მაგრამ აზარმა უარი თქვა.

ედენი საკუთარ თავს დიდ კლუბში ხედავს - მაგალითად, მას სურს "ჩელსიში" დაბრუნება. მადრიდის "რეალი" დაინტერესებულია რის ჯეიმსით, ამიტომ თეორიულად მათ შეუძლიათ აზარი შესთავაზონ ლონდონელებს საფასურად.

პრაქტიკულად წარმოუდგენლად რთული იქნება 22 წლის ინგლისელის გადმობირება, რომელიც გუნდში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტუხელის ხელმძღვანელობით.

შედარებისთვის, ჯეიმსს ამ სეზონში პრემიერ ლიგის 16 თამაშში 4+5 აქვს, ხოლო აზარს ლა ლიგის 13 მატჩში მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა აქვს. გასული წლის ბოლოს და ამ წლის დასაწყისში ბელგიელმა ოთხჯერ დაიწყო სასტარტოში, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი გააკეთა.