ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა თავისი მთავარი მოთხოვნა წამოაყენა — მარსიალს ევროპული გრანდი ეპატიჟება

მანჩესტერ იუნაიტედმა თავისი მთავარი მოთხოვნა წამოაყენა — მარსიალს ევროპული გრანდი ეპატიჟება
თარიღი 19 იან 2022, 22:52

ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

"ბებერი ქალბატონი" "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ ანტონი მარსიალით ინტერესდება და მის აგენტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თავის მხრივ, "ეშმაკუნები" მზად არიან 26 წლის ფორვარდი იჯარით გაუშვან, თუმცა მხოლოდ იმ კლუბში, რომელიც ფეხბურთელის ხელფასს სრულად დაფარავს.

სავარაუდოდ, "ბიანკონერის" ბოსები ამ კვირაში მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ღირს თუ არა ფრანგის მიწვევა.

მოგეხსენებათ, მარსიალმა "იუნაიტედის" ბოლო მატჩი გამოტოვა - "ასტონ ვილას" (2:2) წინააღმდეგ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა თქვა, რომ ანტონი გუნდს ბირმინგემში საკუთარი სურვილით არ გაჰყვა.

მოგვიანებით, მანიკუნიანელთა შემტევმა გერმანელი სპეციალისტის ეს განცხადება უარყო: "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშზე უარს არასოდეს ვიტყვი".