ავტორიზაცია

"ისინი მაღლა შემთხვევით არ არიან" - ქეცბაიას ანორთოსისმა ზედიზედ 5 მატჩი მოიგო

"ისინი მაღლა შემთხვევით არ არიან" - ქეცბაიას ანორთოსისმა ზედიზედ 5 მატჩი მოიგო
თარიღი 20 იან 2022, 01:07

ანორთოსისმა კვიპროსის თასის 1/8 ფინალურ ეტაპის პირველ მატჩში პაფოსი 3-1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიას კომენტარში ძალიან დიდი კმაყოფილება იგრძნობოდა, მისმა გუნდმა ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო.

"ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ გავიმარჯვეთ. პაფოსმა ჩვენზე უკეთ დაიწყო თამაში და დაწინაურდა. შემდეგ თამაშის მიმდინარეობა დავაბალანსეთ და მომენტებიც შეგვექმნა. როცა საპასუხო გოლი გავიტანეთ, ამოცანა გაგვიმარტივდა. ორი გოლიც მივაყოლეთ და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად პირველი ნაბიჯი გადავდგით. ბიჭებს ვულოცავ, კარგ მეტოქეს მოვუგეთ, რომელიც შემთხვევით არ არის მაღალ პოზიციაზე ჩემპიონატში," - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მოგებათა სერიების შემდეგ ანორთოსისმა სატურნირო მდგომარეობა კვიპროსის ჩემპიონატშიც გამოისწორდა. თემურ ქეცბაიას გუნდს 17 ტურის შემდეგ 25 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა.