ავტორიზაცია

ბაიერნის ყოფილი პრეზიდენტი: "ბარსელონას მსგავსად ბანკის ფულის ხარჯვა მარტივია"

ბაიერნის ყოფილი პრეზიდენტი: "ბარსელონას მსგავსად ბანკის ფულის ხარჯვა მარტივია"
თარიღი 20 იან 2022, 11:28

"ბაიერნის" ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა მიუნხენური გრანდის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

"რეკორდმაისტერის" ექს-ხელმძღვანელმა, რომელიც ამჟამად კლუბის საპატიო პრეზიდენტია, "ბარსელონას" მაგალითი მოიყვანა და კატალონიურ გრანდს წაკბინა.

"ბაიერნმა" საზღვრები უნდა დააწესოს და თქვას "არა", თუ მათ გადაკვეთს. ახლა ბიზნესში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. დავიდ ალაბას შემთხვევაში მე მკაფიო პოზიცია დავაფიქსირე".

"ბარსელონას" მსგავსად ბანკის ფულის ხარჯვა მარტივია. მაგრამ იყო წარმატებული სესხების გარეშე - ეს არის ხელოვნება. გვინდა, რომ ყველაფერი ასე დარჩეს", - თქვა ჰიონესმა Abendzeitung-თან ინტერვიუში.

როგორც ხედავთ, მიუნხენელთა ექს-პრეზიდენტმა დავიდ ალაბა ახსენა, რომელსაც კლუბი გასულ ზაფხულს ახალი კონტრაქტის ფინანსურ მხარეზე ვერ შეუთანხმდა და ავსტრიელმა მცველმა მადრიდის "რეალში" გადასვლა გადაწყვიტა.