ავტორიზაცია

აგბონლაჰორი ასტონ ვილას ნახევარმცველს: "დღევანდელ მანჩესტერში გადასვლას, აქ დარჩენა ჯობია"

აგბონლაჰორი ასტონ ვილას ნახევარმცველს: "დღევანდელ მანჩესტერში გადასვლას, აქ დარჩენა ჯობია"
თარიღი 20 იან 2022, 18:26

"ასტონ ვილას" ყოფილი თავდამსხმელი, გაბრიელ აგბონლაჰორი გამოეხმაურა "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესს "ვილანების" ნახევარმცველის, ჯონ მაკგინის მიმართ.

"ჯონ მაკგინი უნდა დარჩეს ასტონ ვილაში და არასოდეს იფიქროს მან მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლაზე. ვფიქრობ, კლუბის ამბიციებიდან გამომდინარე, ზაფხულში ასტონ ვილასთან კონტრაქტის გაფორმება უკეთესი იქნება და არა მანჩესტერ იუნაიტედთან.

მანჩესტერ იუნაიტედი ეცემა და ასტონ ვილა აღზევებულია. ვინ იქნება მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი? შეხედეთ მოთამაშეებს, რომლებსაც კონტრაქტი ეწურებათ.

ამ დროისთვის ფეხბურთელებს "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება სურთ. ამ მომენტში მოთამაშეებს სურთ სწორედ ასტონ ვილაში წასვლა", - განაცხადა აგბონლაჰორმა.