ავტორიზაცია

კვარაცხელია, ვინისიუსი, დევისი და სხვები - ხვიჩა საუკეთესო ახალგაზრდა დრიბლიორებს შორის მოხვდა

კვარაცხელია, ვინისიუსი, დევისი და სხვები - ხვიჩა საუკეთესო ახალგაზრდა დრიბლიორებს შორის მოხვდა
თარიღი 21 იან 2022, 22:23

საფეხბურთო გვერდმა, Football Wonderkids-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც ეხება მიმდინარე სეზონში ევროპულ ჩემპიონატებში მოასპარეზე საუკეთესო 21-წლამდე დრიბლიორებს.

პირველ ადგილზე არის მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველი, ალფონსო დევისი, რომლის ანგარიშზეც არის ამ დროისთვის 61 წარმატებულად განხორციელებული დრიბლინგი.

მეორე მადრიდის "რეალის" გარემარბი, ვინისიუს ჟუნიორი გახლავთ, რომელიც საოცრად შედეგიან სეზონს ატარებს და ის კანადელ განაპირა მცველთან ძალიან ახლოსაა: 59.

მესამე კი "რენის" ვინგერი, კამალდინ სულემანა არის - 53. აღნიშნულ რეიტინგში მოხვდა ყაზანის "რუბინის" ფლანგელი, ხვიჩა კვარაცხელიაც, რომლის ანგარიშზე 40 დრიბლინგია.

ქართველი შემტევი მერვე ადგილზეა. აქვე დავამატებთ, რომ რუსული გუნდის გარემარბის სახელს პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბის სახელს კვლავ უკავშირებენ.

"კვარაცხელია პრემიერ ლიგის გუნდების სატრანსფერო სიაში რჩება", - რუსული პრესა