ავტორიზაცია

ნეიროქირურგი, ტომოგრაფია და პასუხი ორ კვირაში - ჭიკაძე ბრძოლებს დროებით ჩამოშორდა

ნეიროქირურგი, ტომოგრაფია და პასუხი ორ კვირაში - ჭიკაძე ბრძოლებს დროებით ჩამოშორდა
თარიღი 21 იან 2022, 23:18

MixedMartialArts-ის ცნობით, UFC-ის მებრძოლი, გიგა ჭიკაძე ოქტაგონს გაურკვეველი დროით ჩამოშორდა. ქართველ მებრძოლს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდება.

მომდევნო ორ კვირაში კი 33-წლის მოჩხუბარე ნეიროქირურგთან კონსულტაციას გაივლის, რის შემდეგაც მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღიც როგორც იქნა გაირკვევა.

როგორც მოგეხსენებათ, გასულ უიკენდზე ჭიკაძე დაუპირისპირდა კელვინ კატარს, რომელთანაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მძიმე ბრძოლაში დამარცხდა.

ქართველმა მებრძოლმა მიიღო არაერთი ტრავმა, მათ შორის ცხვირის მოტეხილობა, თვალის ძვლის ტრავმა და სისხლჩაქცევა ტვინში. გიგას სახეში 120-ზე მეტი დარტყმა მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ "ნინძას" და მისი ამერიკელი მოწინააღმდეგის დაპირისპირება საღამოს საუკეთესო ბრძოლად გამოცხადდა, რისთვისაც მათ UFC-სგან ბონუსი გადაეცათ.