ავტორიზაცია

"შეგვიძლია მოტივაციის წყაროდ გამოვიყენოთ", - რაშფორდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება შეაფასა

"შეგვიძლია მოტივაციის წყაროდ გამოვიყენოთ", - რაშფორდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება შეაფასა
თარიღი 22 იან 2022, 21:56

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა, მარკუს რაშფორდმა, „ვესტ ჰემთან“ მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

მატჩის ერთადერთი გოლი 93-ე წუთზე სწორედ ინგლისელმა თავდამსხმელმა გაიტანა.

„აშკარაა რომ ეს მნიშვნელოვანი გოლია და ის, რომ ბოლო წუთზე გავიდა, განსაკუთრებულ ემოციებს გვჩუქნის. ჩვენ ეს სიამოვნება შემდგომშიც უნდა გამოვიყენოთ.

მატჩის მსვლელობისას ბურთით უკეთ უნდა გვეთამაშა, მაგრამ მოვახერხეთ იმ გოლის გატანა, რომელიც ასე ძალიან გვჭირდებოდა და ახლა ეს მოტივაციის წყაროდ შეგვიძლია გამოვიყენოთ.

გუნდები ცხრილში ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან და სულ ერთმანეთის გადასწრებას ცდილობენ, რაც დღეს ჩვენ გამოგვივიდა. ახლა მეოთხეები ვართ და სასიამოვნოა, თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა კონკურენტმა ჯერ თავისი მატჩები არ ჩაატარა.

გამარჯვებები მთავარია. როცა იგებ, მითუმეტეს ზედიზედ მეორედ - შეგიძლია წარმატებულ შედეგებს დაუდო სათავე, რაც თავდაჯერებას გმატებს.

რთული კვირა იყო, ბევრი მატჩ ჩავატარეთ და ახლა დასვენება წაგვადგება.“ - აღნიშნა რაშფორდმა.