ავტორიზაცია

რონალდუ ახალი წლის დადგომის შემდეგ დუმს - როდის გამოიჩინა უკანასკნელად თავი პორტუგალიელმა?

რონალდუ ახალი წლის დადგომის შემდეგ დუმს - როდის გამოიჩინა უკანასკნელად თავი პორტუგალიელმა?
თარიღი 22 იან 2022, 23:13

დღს, 22 იანვარს, „მან იუნაიტედმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ვესტ ჰემს“ 1:0 მოუგო.

„წითელი ეშმაკების“ პორტუგალიელმა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ მოედანზე მთელი მატჩი ჩაატარა, თუმცა საგოლე ქმედებით თავი არ გამოუჩენია.

„ვესტ ჰემთან“ მატჩი რონალდუსთვის ზედიზედ მესამე გახდა, რომელშიც მან ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემა მიითვალა. 

აქამდე, პორტუგალიელმა მშრალად ჩაამთავრა „ვულვზთან“ (0:1) და „ბრენტფორდთან“ (3:1) განვლილი მატჩები.

უკანასკნელად კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქის კარი „ბარნლისთან“ მატჩში 2021 წლის 30 დეკემბერს აიღო, იმავე შეხვედრაში მიითვალა მან საგოლე გადაცემაც.

პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ამ სეზონის პრემიერ ლიგაში 18 მატჩი დაუგროვდა, რომლებშიც მან 8 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.