ავტორიზაცია

"თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რომ გულშემატკივრებმა ჩვენით იამაყონ", - რონალდუ

"თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რომ გულშემატკივრებმა ჩვენით იამაყონ", - რონალდუ
თარიღი 23 იან 2022, 01:23

„მან იუნაიტედის“ ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ, „ვესტ ჰემთან“ გამარჯვება (1:0) შეაფასა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება პრემიერ ლიგის პაუზის წინ, კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი მიზნებისკენ.

გზა სავსეა წინაღობებით, თუმცა ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რათა გულშემატკივრებმა ჩვენით იამაყონ. წინ, „ეშმაკებო“, - წერს რონალდუ „ინსტაგრამზე“.

„ვესტ ჰემთან“ მატჩი რონალდუსთვის ზედიზედ მე-3 გახდა, რომელშიც მან თავი ვერც გოლით გამოიჩინა და ვერც საგოლე გადაცემით, უკანასკნელი შედეგიანი ქმედება პორტუგალიელს 2021 წლის 30 დეკემბერს ჰქონდა „ბარნლისთან“ მატჩში, რომელშიც მან გოლი და ასისტი მიითვალა.