ავტორიზაცია

რამდენმატჩიანი მოგებათა სერია შეუწყდა პრემიერ ლიგაში მანჩესტერ სიტის?

რამდენმატჩიანი მოგებათა სერია შეუწყდა პრემიერ ლიგაში მანჩესტერ სიტის?
თარიღი 23 იან 2022, 01:36

პრემიერ ლიგის 23-ე ტურში „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად „საუთჰემპტონს“ დაუზავდა - 1:1.

პეპ გვარდიოლას გუნდს ამ შეხვედრაში პრემიერ ლიგაში 12-მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყდა.

ამ მატჩამდე, უკანასკნელად „სიტიმ“ პრემიერ ლიგაში ქულები 30 ოქტომბერს დაკარგა, როცა „კრისტალ პალასთან“ 0:2 დამარცხდა.

ამის შემდეგ, „ქალაქელებმა“ ზედიზედ 12 მატჩი მოიგეს:

„მან.იუნაიტედი“ 0:2 „სიტი“
„სიტი“ 3:0 „ევერტონი“
„სიტი“ 2:1 „ვესტ ჰემი“
„ასტონ ვილა“ 1:2 „სიტი“
„უოტფორდი“ 1:3 „სიტი“
„სიტი“ 1:0 „ვულვზი“
„სიტი“ 7:0 ლიდსი“
„ნიუკასლი“ 0:4 „სიტი“
„სიტი“ 6:3 „ლესტერი“
„ბრენტფორდი“ 0:1 „სიტი“
„არსენალი“ 1:2 „სიტი“
„სიტი“ 1:0 „ჩელსი“
„საუთჰემპტონი“ 1:1 „სიტი“.