ავტორიზაცია

რანგნიკი: "მეტოქის კართან საუკეთესო გადაწყვეტილებებს არ ვიღებდით"

რანგნიკი: "მეტოქის კართან საუკეთესო გადაწყვეტილებებს არ ვიღებდით"
თარიღი 23 იან 2022, 01:43

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა, „ვესტ ჰემთან“ მოპოვებული გამარჯვება (1:0) შეაფასა.

„გასახდელში დიდებული ატმოსფეროა. ბიჭები დამსახურებულ გამარჯვებას ზეიმობენ და იციან, რამდენად არის ის მნიშვნელოვანი.

მეტოქის კართან ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებდით. ბოლო 20 წუთში ზედმეტად ბევრი დარტყმა განვახორციელეთ, რომელსაც რეალური საფრთხეც კი არ მოუტანია. 

უფრო მოზომილად და თავშეკავებულად უნდა გვემოქმედა. თუმცა, მთავარი სამი ქულაა.

ბოლო 15 წუთში რისკზე წასვლა მოგვიწია, მაგრამ საბოლოოდ მინდოდა ფეხბურთელებისთვის იმის ჩვენება, რომ მთავარია - გამარჯვება, ბოლო წუთზე გატანილი გოლით კმაყოფილზე მეტიც კი ვარ.“ - აღნიშნა გერმანელმა მწვრთნელმა.