ავტორიზაცია

პრობლემური გარემოება, რომელიც ბარსელონას კვლავ მორატას ტრანსფერისკენ აბრუნებს

პრობლემური გარემოება, რომელიც ბარსელონას კვლავ მორატას ტრანსფერისკენ აბრუნებს
თარიღი 23 იან 2022, 12:26

Mundo Deportivo იუწყება, რომ ხავი ერნანდესი კვლავაც ძალიან არის დაინტერესებული ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური თავდამსხმელის, ალვარო მორატას გადმობირებით.

კლუბის ხელმძღვანელობამ ადრე გადაწყვიტა, რომ ზამთრის ფანჯრის პერიოდში ესპანელისთვის არ ებრძოლა, რადგან ზაფხულში ერლინგ ჰოლანდის შეძენას აპირებენ და მორატა ექვს თვეში მათ აღარ დასჭირდებათ.

ანსუ ფატის ახალმა ტრავმამ შესაძლოა გეგმები შეცვალოს. 19 წლის ფეხბურთელის დიდხანს უქმობამ, შეიძლება დაარწმუნოს კლუბი, რომ "ბარსა" დაბრუნდეს მორატას მოსაპოვებლად ბრძოლაში.

ხავის ჯერ კიდევ სჭირდება ხელმძღვანელობის დარწმუნება, მაგრამ ამ მომენტისთვის ალვაროს ვარიანტი ისედაც არ არის გამორიცხული. კატალონიელები ყიდვის უფლების გარეშე იჯარას განიხილავენ.

ძნელი სათქმელია, თანახმა იქნებიან თუ არა "იუვენტუსი" და "ატლეტიკო" - მორატა, შეგახსენებთ, მადრიდულ კლუბს ეკუთვნის. თავად 29 წლის თავდამსხმელი მზადაა "კამპ ნოუზე" გადასასვლელად.

არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რომელიც "ბარსელონასთვის" დამატებითი პრობლემაა - ცნობილია, რომ მაქს ალეგრის არ სურს ფეხბურთელის გაშვებას სეზონის შუა პერიოდში.