ავტორიზაცია

"იუვენტუსმა ქულების მოგროვება კვლავ დაიწყო, ეს ფაქტი ყველას აშინებს", - ლეაუ

"იუვენტუსმა ქულების მოგროვება კვლავ დაიწყო, ეს ფაქტი ყველას აშინებს", - ლეაუ
თარიღი 23 იან 2022, 12:44

"მილანის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, რაფაელ ლეუმ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ტურინის "იუვენტუსთან" მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა:

"წინ ძალიან დიდი რთული გველის. იუვენტუსთან იოლი არაფერი იქნება, ეს შესანიშნავი გუნდია, რომელმაც ისევ დაიწყო ქულების მოპოვება, რაც ყველასთვის საფრთხეა.

ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს, თუნდაც ხუთი ათასის. ჩვენ კვლავ უნდა დავიწყოთ მოგება და ამისთვის მზად ვართ. ჩვენ ვიცით რისი ღირსი ვართ.

როგორ მოვემზადო მატჩებისთვის? ვცდილობ გავარკვიო, როგორ შემიძლია ზიანი მივაყენო მოწინააღმდეგეს მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მაგრამ ინსტინქტების გარეშეც არ შეგიძლია: მთავარია ბურთი ფეხებში გქონდეს", - განაცხადა ლეაუმ.