ავტორიზაცია

რანგნიკი: "მარსიალს ვესაუბრე და მისი მომავლის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ"

რანგნიკი: "მარსიალს ვესაუბრე და მისი მომავლის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ"
თარიღი 23 იან 2022, 16:54

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა თავისი გუნდის თავდამსხმელის, ანტონი მარსიალის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"მას შემდეგ, რაც ჩვენ ბოლოს ვილაპარაკეთ კვირანახევრის წინ, მე ვუთხარი, რომ პროფესიონალად დარჩეს ბოლო დღემდე, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს დარჩება ან როდის წავა", - თქვა რალფ რანგნიკმა პრესკონფერენციაზე მარსიალისა და მისი მომავლის შესახებ.

სასიამოვნო იყო მასთან საუბარი. ბოლო ორ თამაშში ის იყო გუნდის ნაწილი და დღეს მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენს გატანილ გოლში. ის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია.

მის პოზიციაზე სხვა ფეხბურთელები გვყავს და მას წასვლა სურს. ივარჯიშა და დღეს რომ გამოვიდა, გამოავლინა თავისი პროფესიონალიზმი, რასაც ყველასგან ველოდები", - განაცხადა რანგნიკმა.

"მანჩესტერი მაგუაირის გარეშე უფრო ძლიერია, ვიდრე მასთან ერთად", - იუნაიტედის ყოფილი ნახევარმცველი