ავტორიზაცია

ვასკესი: "რეალი დღევანდელი შედეგით კმაყოფილი უნდა იყოს"

ვასკესი: "რეალი დღევანდელი შედეგით კმაყოფილი უნდა იყოს"
თარიღი 23 იან 2022, 22:54

„რეალის“ ნახევარმცველმა, ლუკას ვასკესმა, „ელჩესთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრა შეაფასა.

დედაქალაქური გუნდი 0:2-ს აგებდა, თუმცა 82-ე და 92-ე წუთებზე გატანილი გოლებით მატჩის ფრედ დასრულება შეძლო.

„ამ შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ 0:2-ს ვაგებდით, მაგრამ სიმამაცე და გამარჯვებისადმი სურვილი გამოვავლინეთ.

შეტევის დროს სიზუსტე გვაკლდა, მაგრამ გამარჯვების შანსები ნამდვილად გვქონდა.

ბენზემას გაკრიტიკება აცილებული პენალტის გამო სისულელე იქნებოდა და „ბერნაბეუს“ აპლოდისმენტები შესანიშნავი ჟესტი იყო, შემდეგში ის აუცილებლად გაიტანს.

შესაძლოა, დაღლილობამ იმოქმედა. როცა მეტოქე წინ გავიდა, დაცვაში ღრმად ჩაჯდა, დროის გაწელვა სცადა და ეს ამან საქმე ძალიან გაგვირთულა. თუმცა, ჩემპიონობისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ.“ - აღნიშნა ვასკესმა.