ავტორიზაცია

"მილანთან დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილი ვარ", - ალეგრი

"მილანთან დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილი ვარ", - ალეგრი
თარიღი 24 იან 2022, 12:08

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ სერია ა-ში "მილანთან" მატჩი (0:0) შეაჯამა. "კარგი მატჩი. კონკურენტებთან საკმაოდ რთული თამაში გვქონდა.

დღეს რომ წაგვეგო, მილანთან უკვე 10 ქულით ჩამორჩენა იქნებოდა. შემტევაში უფრო მშვიდად და კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, მაგრამ ვჩქარობთ და ბოლო პასით ვუშვებთ შეცდომებს.

დღეს დიდი ბრძოლა იყო, ნამდვილი საბრძოლო ხელოვნება, თამაში თანაბარი იყო, ფრე კი კანონზომიერია. ვფიქრობ, მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, თუმცა მეტოქე კარგი იყო.

ბედნიერი ვარ, რადგან ბიჭებმა დაიწყეს უფრო გუნდური ფეხბურთის თამაში და გაიგეს, თუ როგორ აკონტროლონ ბურთი დაცვასა და შეტევაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები გახდნენ, რადგან ბოლო 12 მატჩიდან 8-ში კარის სუფთად შენახვა გამოგვივიდა, რაც კარგის ნიშანია", - განაცხადა ალეგრიმ.