ავტორიზაცია

გასპერინი ილიჩიჩის დეპრესიაზე: "ფსიქიატრებიც კი უძლურები არიან"

გასპერინი ილიჩიჩის დეპრესიაზე: "ფსიქიატრებიც კი უძლურები არიან"
თარიღი: 24 იან 2022, 13:37

ბერგამოს "ატალანტას" მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ თავისი გუნდის ვეტერანი თავდამსხმელის, იოსიპ ილიჩიჩის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სლოვენიელს კლუბში 9 იანვრის შემდეგ აღარ უთამაშია დეპრესიის გაუარესების გამო. "ყოველთვის მიჭირს მსგავს საკითხებზე საუბარი, რადგან ეს ძალიან პირადულია.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ილიჩისთან ყოველთვის ახლოს ვიქნებით, რადგან ეს სცდება ფეხბურთს, პროფესიას. ჩვენ მას მრავალი წელია ვიცნობთ, ბევრი ბედნიერი მომენტი განვიცადეთ ერთად.

ის აბსოლუტურად ნორმალური, პოზიტიური ადამიანია, მაგრამ შიგნიდან ჩვენი გონება ჯუნგლებს ჰგავს. ფსიქიატრებსაც კი უჭირთ იმის გარკვევა, თუ რა ხდება ჩვენს გონებაში.

უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ის დაბრუნდება და ხელახლა აღმოაჩენს მოედანზე თამაშის სურვილს. ილიჩიჩმა იცის, რომ ჩვენ მზად ვართ სამუდამოდ დაველოდოთ მას.

როგორც ფეხბურთელს, ვერ ვიტყვი, ეს ყველაფერი ძალიან არაპროგნოზირებადი და დელიკატურია", - განაცხადა მწვრთნელმა სლოვენიელი თავდამსხმელის შესახებ.