ევროპის ჩემპიონატი ფოთში აღარ ჩატარდება! - სფფ განცხადებას ავრცელებს

2023 წელს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი ფოთი აღარ იქნება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს და წერენ, რომ ევროპის ჩემპიონატს საქართველო კვლავ 3 ქალაქით უმასპინძლებს, თუმცა ამჯერად - თბილისით, ბათუმით და ფოთის ნაცვლად, ქუთაისით.
უეფას საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება საქართველომ, 2020 წლის 3 დეკემბერს, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოიპოვა. 2023 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს.
ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.