ავტორიზაცია

მცირე კორექტირება და მესის ლიგა 1-ში ერთი ასისტით მეტი აქვს

მცირე კორექტირება და მესის ლიგა 1-ში ერთი ასისტით მეტი აქვს
თარიღი 24 იან 2022, 22:36

ლიგა 1-ის 22-ე ტურის მატჩში "პსჟ"-მ "რეიმსი" 4:0 დაამარცხა. 67-ე წუთზე პარიზელებმა მესამე გოლი გაიტანეს. თავდაპირველად ის "რეიმსის" მცველის ვუტ ფასის ავტოგოლად ჩაიწერა, მაგრამ შემდეგ ბურთი ნახევარმცველ მარკო ვერატიზე იქნა გადაწერილი.

ამრიგად, იტალიელს ამ თამაშში დუბლი აქვს შესრულებული. გოლის ეპიზოდში ნახევარმცველმა ლიონელ მესის პასი მიიღო და კარში თითქმის საჯარიმო მოედნის კიდიდან დაარტყა.

ბურთი ფასს მოხვდა, მოხსნის მცდელობა იყო, თუმცა ბურთი ბადეში აღმოჩნდა. ვერატისთვის გოლის გადაწერის შემდეგ, მესიმ ამ მატჩში პროდუქტიული ქმედებაც მიიღო - საგოლე გადაცემა.

სტატისტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, არგენტინელს "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობაში ლიგა 1-ის 12 შეხვედრაში ერთი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა აქვს.