ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩმა ერთმანეთს პოგბა და ვერატი შეადარა: "ამის გაკეთება ძალიამ რთულია, მაგრამ ვეცდები"

იბრაჰიმოვიჩმა ერთმანეთს პოგბა და ვერატი შეადარა: "ამის გაკეთება ძალიამ რთულია, მაგრამ ვეცდები"
თარიღი 24 იან 2022, 23:17

როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩს მარკო ვერატისა და პოლ პოგბას შედარება სთხოვეს, "პარი სენ-ჟერმენის" ყოფილმა თავდამსხმელმა შეაქო იტალიელი ნახევარმცველი:

"ოჰ, ძნელია, ისინი ძალიან განსხვავდებიან. ერთი ვინც აკონტროლებს თამაშს შენთვის, მეორე უფრო დინამიურია, ის საჯარიმოდან საჯარიმოში გადადის, გოლებს და ასისტებს იძლევა.

ვერატი არის ის, ვინც გაძლევს თამაშის კონტროლს, ის ფლობს ბურთს, ის არასოდეს კარგავს მას, არ ეშინია თამაშის, ბურთის მოთხოვნის" - აანალიზებს შვედი L'Equipe-თან ინტერვიუში.

იბრას ადვილად შეუძლია შეადაროს ეს ორი ფეხბურთელი, რომელიც მასთან ერთად თამაშობდა "პსჟ"-სა და "მანჩესტერ იუნაიტედში". მათი შედარება საინტერესოა, რადგან ეს ორი მოთამაშე შესაძლოა, რომ ერთადაც ითამაშებს მომავალი სეზონიდან.

ESPN-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ-ჟერმენი" უსწრებს მადრიდის "რეალს" ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით პოლ პოგბას შესაძენად ბრძოლაში.