ავტორიზაცია

"არამგონია ბარსა რაიმე უკანონოს აკეთებდეს", - ლა ლიგის პრეზიდენტი კლუბისა და დემბელეს კონფლიქტზე

"არამგონია ბარსა რაიმე უკანონოს აკეთებდეს", - ლა ლიგის პრეზიდენტი კლუბისა და დემბელეს კონფლიქტზე
თარიღი 25 იან 2022, 01:57

ლა ლიგის პრეიდენტმა, ხავიერ ტებასმა, „ბარსელონას“ და უსმან დემბელეს კონფლიქტზე ისაუბრა.

ფრანგმა ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც მატჩების განაცხადში ვერ ხვდება და კლუბს სურს, რომ დემბელემ გუნდი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვოს.

ფეხბურთელმა გუნდის ვარჯიშიც კი გამოტოვა და მუცლის ტკივილები მოიმიზეზა, თუმცა „ბარსას“ არ სჯერა და ფიქრობს, რომ დემბელე ტრავმას იმიზეზებს, რათა არ ივარჯიშოს.

„არამგონია, რომ „ბარსელონა“ რაიმე დაუშვებელს აკეთებდეს. უკეთ რომ ვიცოდე, სიტუაციაში უფრო მეტად უნდა ვიყო ჩახედული.

თუმცა, „ბარსელონას“ კარგი იურისტები ჰყავს და არ ვფიქრობ, რომ რაიმე უკანონომდე შეიძლება მივიდეს საქმე.“ - აღნიშნა ტებასმა.