"ეს თქვენთვის არის მესი უცხოპლანეტელი, მე მას სულ სხვა მეტსახელს ვეძახი", - დი მარია
"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა, ანხელ დი მარიამ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, არგენტინელები თანაგუნდელები არიან როგორც ეროვნულ ნაკრებში, ისე "პსჟ"-შიც.
"ჩემს საკლუბო კარიერას მხოლოდ მესის გვერდით თამაში აკლდა. ის არის ჩემი მეგობარი, რომელსაც ხუმრობით "ჯუჯას" ვეძახი. ლეო კი საპასუხოდ ჩემი სიგამხდრის გამო "ატრიას" მიწოდებს ხოლმე.
ჩემთვის ის არის უბრალო ადამიანი, რადგან "უცხოპლანეტელობა" მას სულაც არ სიამოვნებს. ლიონელი საკუთარ თავში იკეტება, განტვირთვისთვის კი მას სწორედ ჩვეულებრივი ადამიანის ყოველდღიურობა სჭირდება.
მას უყვარს მეგობრებთან ურთიერთობა, ბარბექიუს მომზადება, სიცილი ხუმრობა. ეს თქვენთვის არის ის "უცხოპლანეტელი", ჩვენთვის კი უბრალოდ "ჯუჯაა", - განაცხადა არგენტინელმა.