ავტორიზაცია

ვენგერი: "მუნდიალის ორ წელიწადში ერთხელ გამართვა ახალ თაობას სჭირდება"

ვენგერი: "მუნდიალის ორ წელიწადში ერთხელ გამართვა ახალ თაობას სჭირდება"
თარიღი 25 Jan 2022, 21:19

ფიფას გლობალური განვითარების ხელმძღვანელი, არსენ ვენგერი კიდევ ერთხელ საუბრობს მუნდიალის ყოველ 2 წელიწადში გამართვაზე. "ფეხბურთის სამყარო გადაწყვეტს.

მთხოვეს ეროვნული ნაკრებების მატჩების კალენდრის მოწყობა, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ 2028 წლამდე ან თუნდაც 2030 წლამდე არაფერი შეიცვლება, რადგან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ევრო 2028 უკვე დაგეგმილია.

ამის შემდეგ ეროვნული ფედერაციები გადაწყვეტილებას მიიღებენ. მე ვთავაზობ კალენდრის ორგანიზებას ისე, რომ ნაკლები დაძაბულობა იყოს კლუბებსა და ნაკრებებს შორის შესარჩევი მატჩების დაგეგგმვით.

ასევე, სეზონის ბოლოს ძირითადი ტურნირების გამართვით. ჩვენ ყველა გავიზარდეთ ოთხწლიანი ციკლის სისტემაში. ფეხბურთის სამყარო ფუნდამენტურად მდგრადია ცვლილებების მიმართ.

დიახ, ჩვენი პროექტი მთელ კალენდარს თავდაყირა აყენებს, მაგრამ თუ გადავხედავთ ახალგაზრდა თაობას, 10-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს, მათ არ აქვთ დროის ერთნაირი აღქმა, განსხვავებული მოთხოვნა აქვთ მოვლენებზე.

ვფიქრობ, ახლა ადამიანებს მუდმივად სჭირდებათ მნიშვნელოვანი მოვლენებით კვება, რადგან მიჩვეულნი არიან. ვნახოთ, ყველაფერი 2024 წლამდე გადაწყდება", - განაცხადა "არსენალის" ყოფილმა მწვრთნელმა.